რეკლამა

აიდიეს ბორჯომი

მოგესალმებით! დიდი მადლობა, რომ ჩვენი კურორტებით დაინტერესდით. ეს ვებ-გვერდი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით და ხელშეწყობით შეიქმნა.


IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზარზე უპირობო ლიდერია. კომპანიის პორტფელი მინერალური წყლის შემდეგ ბრენდებს მოიცავს: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“, „ბაკურიანი“ და „მიტარბი“. ჩვენს მიერ წარმოებული ყველა ბრენდი ბორჯომის რაიონიდან არის და სწორედ იმ ადგილის სახელს ატარებს სადაც წყლის საბადო მდებარეობს. IDS ბორჯომი საქართველოში 750 ადამიანია დასაქმებული. თითოეული მათგანისთვის კომპანიის პორტფელში შემავალი მინერალური წყლის ბრენდები არა მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია, არამედ ქვეყნის ნამდვილი ეროვნული საგანძური, რომელმაც გაუძლო დროს და მსოფლიომ საქართველოს იდენტობის სიმბოლოდ აღიარა. ჩვენი პრიორიტეტი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და გაზრდა. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ IDS ბორჯომი საქართველო დღესდღეობით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ ვებ-გვერდის შექმნა ერთადერთ მიზანს ემსახურება, ბორჯომის რაიონში ტურისტების მოზიდვას. ჩენი სურვილია სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწვიოს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს, დატკბეს უმშვენიერესი კურორტებით და დააგემოვნოს მინერალური წყლები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენთვის სასურველ კურორტს შეარჩევთ და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

meteo.gov.ge
meteo.gov.ge

News /

  • 20 May 2014

    შეიქმნა ახალი ვებგვერდი

    შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი www.travelinborjomi.ge ,რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ტურისტული ინფორმაცია ბორჯომის რეგიონში არსებული კურორტების, სასტუმროების, მინერალური წყლების, ღირშესანიშნაობების... Find More