რეკლამა

საქართველო

საქართველო პატარა სახელმწიფოა. იგი გადაჭიმულია შავსა და კასპიის ზღვებს შორის 69 700 კვ.კილომეტრის ტერიტორიაზე. საქართველო კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა შეფენილი. კავკასიონის ზოგი მწვერვალი 5000 მეტრზე მეტი სიმაღლისაა და დაფარულია მარადიული თოვლითა და ყინულით. ამ მყინვარებიდან უამრავი ნაკადული იღებს სათავეს. ისინი ღრმა ხეობებით მიედინებიან სამხრეთისაკენ და საქართველოს ორ უდიდეს მდინარეს მტკვარსა და რიონს უერთდებიან. ხეობები ნელნელა სწორდება და უერთდება ბარს, სადაც მდებარეობს კოლხეთის, ქართლისა და ალაზნის ვაკეები. სამხრეთით საქართველოს აკრავს მთიანი სისტემა, რომელიც შედგება ვულკანური ქედების, ქვაბულების და პლატოებისაგან. საქართველო მთისა და ბარის ქვეყანაა. ამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ბუნება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება და თავისებურად მიმზიდველია.

საქართველო მდიდარია მდინარეებით და ტბებით. აქ ბინადრობს მრავალი სახეობის თევზი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 2 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყის მასივებით. დიდი ადგილი უჭირავს ვაზს, ციტრუსებს. საინტერესოა ცხოველთა სამყარო. განთქმულია ქართული შავი ფუტკარი,რომელიც გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით. საქართველოთი აღფრთოვანებულა ცნობილი მოგზაური მარკო პოლო:“საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი...აქ ბევრია მთა, ხევი...“(1254-1324წწ).

ქვეყანა განთქმულია მინერალური წყლებით და სამკურნალო ტალახით.

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ისტორიული ჩანაწერები საქართველოზე 4 ათას წელს ითვლის. მას უნიკალური, ქართული დამწერლობა გააჩნია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შემოიღეს; ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და ქმნის ცალკე ჯგუფს, რომელსაც მეცნიერები ქართველურ ენათა ჯგუფს უწოდებენ. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყანებს შორის, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოცხადდა. ქართული საგალობლები საუცხოო მოსასმენია. 1974 წელს ამერიკელებმა 25 საუკეთესო მელოდიასთან ერთად კოსმოსში თანამგზავრით გაგზავნეს ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“.

არქეოლოგებმა გაარკვიეს, რომ საქართველოს მიწა-წყალზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ. მათ აქ გაიარეს კაცობრიობისათვის ცნობილი განვითარების ყველა საფეხური. დმანისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელიც უძველესია ევროპაში. ის 2 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის. აქვე იპოვეს მარტორქის კბილი, რომელსაც საქართველოში მილიონი წლის წინ უცხოვრია. მეცნიერების აზრით საქართველოში სპილოებიც ბინადრობდნენ, მოკლეკისერა ჟირაფებიც და ვეფხვებიც.

საქართველოს მღელვარე ისტორია განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ – დიდ და მცირე კავკასიონის ქედებს შორის. ეს ვეებერთელა ბუნებრივი ბარიერები, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის გადაჭიმულა, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე მიწის დიდ მასივებს რამდენიმე გასასვლელით უკავშირდება. სწორედ ამის გამო იზიდავდა საუკუნეების მანძილზე საქართველო მრავალრიცხოვან დამპყრობლებს. ისტორიის მანძილზე, საქართველო ხშირად ყოფილა სპარსეთის, ოსმალეთის, ბიზანტიისა და რომის იმპერიის დაპირისპირების ობიექტი. ცნობილ კომპიუტერულ თამაშში “MEDIEVAL TOTAL WAR” დამატებაში “BROKEN CRESCENT” ჩასმულია საქართველოც. მე- 19-ე საუკუნეში რუსეთმა მოახდინა ქვეყნის ანექსია. 1991 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

დღეს, მიუხედავად დაბრკოლებებისა,საქართველო წინ მიიწევს. მისი ისტორია ახალი თაობების მიერ იწერება და მომავალშიც დაიწერება.

 

meteo.gov.ge
meteo.gov.ge

News /

  • 20 May 2014

    შეიქმნა ახალი ვებგვერდი

    შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი www.travelinborjomi.ge ,რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ტურისტული ინფორმაცია ბორჯომის რეგიონში არსებული კურორტების, სასტუმროების, მინერალური წყლების, ღირშესანიშნაობების... Find More