რეკლამა

ბორჯომი

აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარეების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს კურორტი ბორჯომი. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
სამკურნალო მინერალურმა წყაროებმა,კრისტალურად სუფთა და წიწვის სურნელით გაჯერებულმა ჰაერმა ბორჯომს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

XV-XVIII სს-ში ქალაქის ადგილას იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. როგორც სამკურნალო ადგილი, ბორჯომი ოდითგანვეა ცნობილი, თუმცა მინერალური წყაროების გახსნის თარიღად 1830-იანი წლები სახელდება. მინერალურ წყაროებს შემთხვევით რუსეთის იმპერიის ჯარისკაცები წააწყდნენ. მალე ბორჯომის სახელი მთელ იმპერიას მოედო. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო.

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, სხვა მცირე საწარმოები , თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.

ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელთანაც ის დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები ცემი და წაღვერი, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრეს ციხე და გოგიას ციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

meteo.gov.ge
meteo.gov.ge

News /

  • 20 May 2014

    შეიქმნა ახალი ვებგვერდი

    შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი www.travelinborjomi.ge ,რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ტურისტული ინფორმაცია ბორჯომის რეგიონში არსებული კურორტების, სასტუმროების, მინერალური წყლების, ღირშესანიშნაობების... Find More